Litclub.ge

გაზაფხულის უვერტურა
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი,
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება.
დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე,
ისევ მაისობს სამაიის ისასამანი.
ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება
და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი.
მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება,
ისევ მაისობს სამაიის იასამანი.