Litclub.ge

* * * მზადა ვარ მარად...
მზადა ვარ მარად
მღელვარე თვალით
გათენებამდე
ვუცქირო რუბენსს,
ამოსვლას მზისას
მგზნებარე რკალით,
საოცარ ფერებს,
მშვენიერ ღრუბელს.
კარგია უბის
გარღვევა ალით,
ლუვრი საყვარელს
მაგონებს უბეს.

1940