Litclub.ge

* * * ვერ გიხსნის გენიალობა...
ვერ გიხსნის გენიალობა,
ვერც ნერვიული თითები.
შენ, როგორც დროის მწყრალობა,
ბრძოლას ნუ მოერიდები.
ძლიერი, უანკარესი
რომ გქონდა მგრძნობიერება,
მხოლოდ ამიტომ პარნასი
არავის მოეფერება.

1940