Litclub.ge

მონა
ჯვარედინ გზაზე ისმის:
- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს – ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!
- მე მონა ვარ!..
- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები…
- მე სუსტი ვარ…
- თავისუფლების სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს…
- არ მაქვს იმედი…
- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.
- მეშინია უარესის…
- მონობაზე უარესი რაღა იქნება?
- სიკვდილი… შიმშილი…
….
- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა… ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

1916 წ.