Litclub.ge

ვენახის სხვლა
მამა სხლავდა
ვაზის რქებს და თავის დღეებს;
მამა სვამდა
ყურძნის წვენს და თავის დღეებს;
და ამინდი
იყო თბილი, იყო ცივი,
და ცხოვრება გასხლა მამამ
ვენახივით.