Litclub.ge

არ არის გზა სამოთხისაკენ (მთარგმნელი გაგუა ნანა)
ვესტერნის გამზირზე ბარში ვიჯექი.

თითქმის შუაღემე იყო და მე ჩემთვის ჩვეულ დაბნეულ მდგომარეობაში ვიყავი. მხედველობაში მაქვს, ხომ იცით, როცა არაფერი გამოდის: ქალები, სამსახური, უმუშევრობა, ამინდი, ძაღლები. საბოლოოდ, ასე გულდამძიმებული თითქოს ავტობუსის გაჩერების სკამზე
ზიხარ და სიკვდილს ელოდები.
მოკლედ, აქ ვზივარ და ის შემოდის, გრძელი შავი თმით, კარგი სხეულით და სევდიანი ყავისფერი თვალებით. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაშინაც ,როცა ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა, მიუხედავად ბევრი თავისუფალი ადგილისა. სინამდვილეში, ბარში მხლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, გარდა ბარის მეპატრონისა. მან მშრალი ღვინო შეუკვეთა. მერე, მკითხა თუ რას ვსვამდი.
“ შოტლანდიური ვისკი და წყალი”.
“შოტლანდიური ვისკი და წყალი მოუტანეთ მას,”უთხრა მან მეპეტრონეს.
ეს აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო.
საფულე გახსნა, პატარა რკინის გალია ამოიღო და იქედან პატარა ადამიანები გამოიყვანა და დახლზე დასვა.

ისინი დაახლოებით სამი დიუმის სიმაღლისა იყვნენ, ყველა ცოცხალი და სათანადოდ ჩაცმული. სულ ოთხნი იყვნენ, ორი ქალი და ორი კაცი.
“ ახლა ასეთ სათამაშოებს აკეთებენ,” თქვა მან, “ძალიან ძვირია. დაახლოებით, 2000 დოლარი გადავიხადე თითოში. თუმცა, ახლა უფრო ძვირია, დაახლოებით 2,400 დოლარი ღირს. მანუფაქტურის პროცესზე არაფერი ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ კანონ საწინააღმდეგოა.”
პატარა ადამიანები ბარის დახლზე მიმოდიოდნენ. უცებ ერთმა ყმაწვილმა, ქალს სახეში გაულაწუნა.
“ შე ძუკნავ,” თქვა მან. “ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა.” 
“ არა, ჯორჯ, შენ ამას არ იზამ.” ტიროდა ქალი,” მიყვარხარ! თავს მოვიკლავ! ჩემი უნდა იყო!”
“ფეხებზე მკიდია,” თქვა პატარა ყმაწვილმა და პატარა სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

“ცხოვრების უფლება მაქვს.”
“ შენ თუ არ გინდა ეს ქალი,” თქვა მეორე პატარა ყმაწვილმა, “ მე წავიყვან მას. მე მიყვარს ის.”
“მაგრამ, შენ არ მიყვარხარ, მარტი. ჯორჯზე ვარ შეყვარებული.”
“ მაგრამ ის ხომ ნაბიჭვარია, ანნა, ნამდვილი ნაბიჭვარი!”
“ ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარს.”
Pპატარა ნაძირალა, მეორე პატარა ქალთან მივიდა და აკოცა.
“ სასიყვარულო სამკუთხედი მოვაწყვე,” თქვა ქალბატონმა, რომელმაც სასმელი მიყიდა. ”გაიცანით, ესენია: მარტი, ჯორჯი, ანნა და რუთი. ჟორჯი იძირება, მარტი პატიოსანია.”
“ამათი ყურება, საცოდაობა არაა? ხო, მართლა რა გქვიათ?”
“ განთიადი. ვიცი საშინელი სახელია. ხანდახან მშობლები, თავიანთ შვილებს ასე ექცევიან.”
“ მე ჰენკი ვარ.

მაგრამ საცოდაობაა...”
“არა, არაა საცოდაობა ამის ყურება. სიყვარულში არ მიმართლებდა, მართლა საშინელი ბედი ...”
“ყველას საშინელი ბედი გვაქვს.”
“ვიფიქრე და ამ პატარა ადამიანების ყიდვა გადავწყვიტე. ახლა მათ ვაკვირდები, ეს კი პრობლემის ქონაც და არქონაცაა ერთდროულად. მაგრამ საშინლად ვიღგზნები როცა სექსი აქვთ. აი საქმე მაშინ რთულდება.”
“ სექსუალურები არიან?”
“ ძალიან, ძალიან სექსუალურები არიან. ღმერთო, ეს ისე აღმაგრძნებს!”
”ახლა რატომ არ გააკეთებინებ ამას? ერთად ვუყუროთ.”
“ ვერ აიძულებ ეს გააკეთონ. თვითონ უნდა მოისურვონ.”
“ რა სიხშირით აკეთებენ ამას?”
“ საკმაოდ ხშირად.

კვირაში ოთხი_ხუთჯერ.”
პატარა ადამიანები ბარის დახლზე დადიოდნენ. ”მომისმინე,” თქვა მარტიმ, “შანსი მომეცი. უბრალოდ კიდევ ერთი შანსი მომეცი, ანნა.”
“არა,” თქვა ანნამ,” ჩემი სიყვარული ჟორჯს ეკუთვნის. მორჩა და გათავდა.”
“ჯორჯი რუთს მკერდზე კოცნიდა. რუთი სულ უფრო და უფრო იღგრძნებოდა.
“რუთი აღგრძნებულია,” ვუთხარი განთიადს.
“ მართლაც, აღგზნებულია.”
 მეც იგივე მჭირდა. განთიადს ხელი ვტაცე და ვაკოცე.
“მომისმინე,” თქვა მან, “არ მომწონს როცა, საჯაროდ კავდებიან სექსით. სახლში წავიყვან და იქ გააკეთებენ.”
“ მაშინ მე ვერ ვნახავ ამას.”
“ შენც უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად.”
“თანახმა ვარ,” ვთქვი მე, “ წავიდეთ.”
სასმელი ბოლომდე დავლიე და ბარიდან ერთად გავედით.

პატარა ადამიანები, პატარა რკინის გალიით მოჰქონდა. მის მანქანაში ჩავჯექით და გალია შუაში ჩავიდგით. განთიადს შევხედე. მართლა ახალგაზრდა და ლამაზი იყო. ბუნებითაც კარგი სჩანდა. კაცებს როგორ ვერ უნდა შეწყობოდა? რამდენი რამე გამოტოვეს. მას ოთხი პატარა კაცი 8000 დოლარი დაუჯდა.

ეს იგივეა ურთიერთობებს გაურბოდე და მაინც ვერ გაექცე მათ.
მისი სახლი გორაკთან ახლოს იყო, ლამაზი ჩანდა. მანქანიდან გადმოვედით და კარს მივადექით. სანამ განთიადი კარს აღებდა, გალია მე მეჭირა.
“გასულ კვირას, რენდი ნიუმენს “ტრუბადურებში” ვუსმენდი. მაგარი მომღერალია არაა?” მკითხა მან.
“ხო, მაგარია.”
 წინა ოთახში შევედით, განთიადმა პატარა ადამიანები გამომართვა და ყავის მაგიდაზე მოათავსა. შემდეგ სამზარეულოში შევიდა, მაცივარი გამოაღო და ერთი ბოთლი ღვინო გამოიტანა. ორი ჭიქაც მოაყოლა.
“უკაცრავად” თქვა მან, “ მაგრამ ცოტათი შეშლილს გავხართ. რას საქმიანობთ?”
“მწერალი ვარ.”
“ამის შესახებ, რამეს დაწერთ?”
“ კაციშვილი არ დაიჯერებს, მაგრამ მაინც დავწერ.”
“შეხედეთ,’ თქვა განთიადმა,” ჯორჯი რუთს შარვალს ხდის და ხელებს უფათურებს.

ყინული გინდათ?”
“ ხო, ხელებს უფათურებს. არა, ყინული არ მინდა. ღვინო უმისოდაც მშვენიერია.”
“არ ვიცი,” თქვა განთიადმა, “მათი ცქერისას ვიღგზნები, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი პატარები არიან. ეს მართლა აღმანთებს.
“ვიცი რასაც გულისხმობთ.”
“ შეხედე, ჯორჯი დაეუფლა მას.”
“ხოო?”
“შეხედეთ!”
“ღმერთო დიდებულო!”
განთიადს ხელი ვტაცე. კოცნისას ვიდექით და მას თვალები ხან ჩემსკენ და ხან მათკენ გაურბოდა.
პატარა მარტი და პატარა ანნა ახლა ჩვენ გვიცქერდა.
“შეხედე,” თქვა მარტიმ, ” ისინიც ამას აკეთებენ. ჩვენც შეგვიძლია ამის კეთება. მის გაკეთებას დიდი ხალხიც აპირებს.

ამათ შეხედე!”
“შენც გაიგონე?” ვკითხე განთიადს..” “ჩვენც გავაკეთებთო თქვეს. მართალია?”
“ვიმედოვნებ, მართალია,” თქვა განთიადმა.
დივანზე დავაწვინე და კაბა ბარძაყებთან ავუწიე. ყელზე ვაკოცე. ”მიყვარხარ,” ვთქვი მე.
“გიყვარვარ? მართლა გიყვარვარ?”
“ხო, ცოტათი, ხო.”
“კარგი,” უთხრა პატარა ანნამ, პატარა მარტის,” სექსი ჩვენც უნდა შევძლოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარხარ.”
ყავის მაგიდის შუაში ერთმანეთს გადაეხვივნენ. მე განთიადის შარვლის გახდით ვიყავი დაკავებული.

განთიადი სიამოვნებისაგან კვნესოდა. პატარა რუთიც კვნესოდა.

მარტი ანნას იყო მიკრული. ყველგან სექსი იყო. თავში აზრიც კი მომივიდა, რომ ახლა მთელი სამყარო ამას აკეთებდა. მერე დარჩენილი სამყაროც დამავიწყდა. როგორღაც საძინებელში შევაღწიეთ. შემდეგ, საქმეს უფრო ნელა შევუდექი....
როცა აბაზანიდან გამოვიდა, ჟურნალ”პლეი ბოიში” მოსაწყენ ამბავს ვკითხულობდი.
“ ეს ისეთი კარგი იყო,” თქვა მან.
“სასიამოვნოა ამის მოსმენა”, ვუპასუხე მე. 
ჩემთან ლოგინში დაბრუნდა.

ჟურნალი დავხურე.
“ როგორ ფიქრობ ერთად ვიქნებით?” მკითხა მან.
“ რას გულისხმობ?”
“იმას ვგულისხმობ, რაღაცა დროის მანძილზე შეგვიძლია ერთად ვიყოთ?”
“არ ვიცი. ბევრი რამ ხდება. დასაწყისი ყოველთვის ადვილი სჩანს.”
წინა ოთახიდან საშინელი ყვირილის ხმა გაისმა. ”ვაიმე,” წამოიძახა განთიადმა. წამოხტა ლოგინიდან და ოთახიდან გავარდა. უკან გავყევი. როცა მივედი, მას ჯორჯი ხელში ეჭირა.
“ღმერთო ჩემო!”
“რა მოხდა?”
“ ანნამ ჩაიდინა!”
“რა ჩაიდინა?”
“პენისი მოაჭრა.

ახლა ჯორჯი საჭურისია.!”
“ვახ!”
“ტუალეტის ქაღალდის ნაჭერი მომიტანე, ჩქარა! შეიძლება სისხლისგან დაიცალოს!”
“ეს ძაღლისშვილი,” გაჰყვიროდა პატარა ანნა ყავის მაგიდიდან, “ თუ ჯორჯი ჩემი არ იქნება, არც არავისი იქნება!”
“ახლა ორივე მე მეკუთვნით!” თქვა მარტიმ.
“არა, ჩვენს შორის ერთი უნდა აირჩიო,” თქვა ანნამ.
“ რომელს ირჩევ?” ჰკითხა რუთმა.
“ორივე მიყვარხართ,” უპასუხა მარტიმ.
“სისხლდენა შეუჩერდა,” თქვა განთიადმა. “მას ცივა.” ჯორჯი ცვირსახოცში პატარა ბავშვივით გაახვია.
“თუ ფიქრობ, რომ არაფერი გამოგვივა, ურთიერთობის გაგრძელება არ მინდა.”
“მე მგონი, მიყვარხარ. განთიადო.”
“შეხედე, “თქვა განთიადმა,” მარტი რუთს ეხვევა.!”
“ სექს აპირებენ?”
“არ ვიცი. აღელვებულები ჩანან.”
განთიადმა ანნა აიყვანა და რკინის გალიაში ჩასვა. 
“ გამომიშვით აქედან! ორივეს მოვკლავ! გამომიშვით!”
ცვირსახოცში გახვეული ჯორჯი კვნესოდა. მარტის რუთისთვის შარვალი ჩაუხდია. განთიადი ჩემსკენ მოვწიე.

ის ლამაზი და ახალგაზრდა იყო, შინაგანი სამყაროც ჰქონდა. შემეძლო ისევ შემყვარებოდა. ეს შესაძლებელი იყო.ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. მის თვალებში ჩავიძირე. შემდეგ ავდექი და გავიქეცი. მივხვდი, სადაც მოვხვდი. ტარაკანი და არწივი ერთმანეთს შეერწყა.

დრო იყო სისულელე ბანჯოთი. ისევ გავრბოდი. მისი გრძელი თმები სახეზე გადამეფინა.
“ყველას დაგხოცავთ!” ყვიროდა პატარა ანნა და დილის სამ საათზე, თავისი რკინის გალიიდან გრგვინავდა.