Litclub.ge

ორი ლოთი (მთარგმნელი გაგუა ნანა)
ოცი წლის ასაკში საკმაოდ ბევრს ვსვამდი და ცოტას ვჭამდი, მაგრამ ფიზიკურად ისევ ძლიერი ვიყავი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ძალაც რაღაცას ნიშნავს, როცა საქმეები ცუდად მიგდის. საკუთარ ბედ-იღბალს ავუჯანყდი და დამამშვიდებლად, მხოლოდ გაუთავებლად ვსვამდი და ვსვამდი.

აუტანელ სიცხეში, მტვრიან და ტალახიან გზას მივუყვებოდი. თუ არ ვცდები კალიფორნიის შტატში ვიყავი. მიწა იყო უდაბური. გზას მივუყვებოდი, ჭუჭყისაგან გამაგრებული წინდები ყარდა, ფეხსაცმლიდან გამოსული ლურსმნები ქუსლზე და ტერფებზე მჩხვლეტდა. ლურსმნების შესაკავებლად მუყაოს ქაღალდს, გაზეთს, ან რაიმეს რაც ხელში მომხვდებოდა ფეხსაცმელში ვტენიდი. ლურსმნები იქედანაც აღწევდა და ხშირად ვასწორებდი.
სატვირთო მანქანა ჩემს გვერდით გაჩერდა. ყურადღება არ მივაქციე და სიარული გავაგრძელე.მანქანა დაიძრა და მისი ახალგაზრდა მძღოლი გამომედევნა.
“ღლაპო,” თქვა ტიპმა, “სამუშაო გინდა?”
“ ვინ უნდა მოვკლა?” ვიკითხე მე.
“არავინ, მოდი, ამოდი.”
მანქანას მეორე მხრიდან შემოვუარე, კარი ღია დამხვდა.

მეც ავედი, კარი მოვხურე და ტყავის სავარძელს ზურგით მივეყრდენი. როგორც იქნა მზეს გავერიდე. 
“ გინდა მინეტი გამიკეთო?” მითხრა მან, ”ხუთ დოლარს მიიღებ”
 მარჯვენა ხელი მუცელში მაგრად ჩავარტყი, მარცხენა სადღაც ყურსა და კისერს შორის. მარჯვენა ხელი გავითავისუფლე და პირზე ავაფარე. მანქანამ გზიდან გადასვლა დაიწყო. საჭეს ხელი ვტაცე და უკან მოვაბრუნე. შემდეგ ძრავა გამოვრთე. მანქანიდან გადმოვედი და გზაზე სიარული გავაგრძელე.
დაახლოებით ხუთი წუთის მერე სატვირთო მანქანა უკან მომდევდა.
“ღლაპო,” მითხრა ტიპმა, “ მაპატიე.

არც მიფიქრია, რომ ცისფერი ხარ. იმის თქმა მინდა, რომ ცისფერის გარეგნობა გაქვს. რა ცუდია ცისფერი იყო?” 
“ ჩემი აზრით, თუ შენ ხარ, მაშინ არა.”
“კარგი რა,”თქვა ტიპმა. ”ამოდი. მართლა პატიოსანი სამუშაო მაქვს შენთვის. ცოტა ფულს იშოვი და ფეხზე დადგები.”
მანქანაში ისევ ავედი. დავიძარით.
“ მაპატიე,” დაიწყო ისევ, “კაცური სახე გაქვს, მაგრამ ხელები კი ქალისას გიგავს.

ქალის ხელები გაქვს.”
“ჩემს ხელებზე, შენ არ ინერვიულო,” ვთქვი მე.
“ შპალების დატვირთვა მძიმე სამუშაოა. Oოდესმე გაგიკეთებია?”
“არა”
“რთული სამუშაოა.”
“ მთელი ცხოვრება რთულ სამუშაოს ვაკეთებ.”
“კარგი,” თქვა ტიპმა, “კარგი.”
დანჯღრეული მანქანით, გზას უხმაუროდ გავუყევით. წინ არაფერი იყო, მხოლოდ, მტვერი, მტვერი და უდაბნო. ყმაწვილს არაფრის მეტყველი სახე ჰქონდა. ხანდახან, ასეთი წვრილფეხები ერთ ადგილზე დიდი ხნის ცხოვრების მერე, მცირე პრესტიჟს და ძალაუფლებას აღწევენ. მასაც სატვირთო მანქანა ჰყავდა და აქირავებდა. ზოგჯერ, ასეთ რამესაც უნდა შეეგუო კაცი.

 
გზაზე ხნიერი კაცი გამოჩნდა. Oორმოცი წლის უნდა ყოფილიყო, გზაში ხეტიალისთვის ეს ასაკი უკვე ბებერია. მძღოლმა ბატონმა ბურხარტმა, ბერიკაცის სახელი მითხრა. მანქანა შეანელა და ჰკითხა. ” ჰეი, მეგობარო, ერთი_ორი დოლარის შოვნა არ გინდა? ” 
“ დიახ, ბატონო!” 
“გაინძერი და შემოუშვი,” მითხრა ბატონმა ბურხარტმა.
ბერიკაცი ამოვიდა. იგი ყარდა სასმელების სუნით, ოფლით და სიკვდილის აგონიით. ჩვენ მივდიოდით მანამ, სანამ შენობების პატარა ჯგუფს არ მივადექით.

ბატონ ბურხარტან ერთად მანქანიდან ჩამოვედით და საწყობში შევყევით. იქ დაგვხვდა კაცი მწვანე მზისგან დამცავი წინაფრით და მარცხენა მაჯაზე ბევრი რეზინით. მელოტი იყო მაგრამ მკლავები ავადმყოფურად ხშირი თმით ქონდა დაფარული.
“გამარჯობათ, ბატონო ბურხარტ,” თქვა მან, “ როგორც ვხედავ კიდევ ორი ლოთი გიშოვიათ.”
“აი, სია ჯეს,” თქვა ბატონმა ბურხარტმა, და ჯესი ბრძანების შესასრულებლად მიიწია. ამას ცოტა დრო დასჭირდა. ”კიდევ რამე ხომ არ გინდათ, ბატონო ბურხარტ? იქნებ ორი ბოთლი იაფი ღვინო?
“ჩემთვის არ გინდათ.” ვთქვი მე.
“კარგი”, თქვა ბერიკაცმა, “ორივე ბოთლს მე ავიღებ.”
“ ხელფასიდან ჩამოგეჭრებათ,”უთხრა ბურხარტმა ბერიკაცს.
“მნიშვნელობა არა აქვს,” თქვა ბერიკაცმა, ”ჩემი ხელფასიდან ჩამოაჭერით.”
”დარწმუნებული ხარ, რომ ერთი ბოთლი ღვინო არ გინდა?” ბურხარტმა იკითხა.
“ კარგი,” ვთქვი მე.” “ერთ ბოთლს ავიღებ.”
ის ღამე კარავში გავათიეთ, ღვინო დავლიეთ და ბარიკაცმა მისი გაჭირვება მიამბო. ცოლს დასცილებია. მას ისევ უყვარდა მისი ცოლი.

სულ მასზე ფიქრობდა. დიდებული ქალი. ბერიკაცი, ადრე მათემატიკის მასწავლებელი ყოფილა. მაგრამ ცოლს დასცილებია. მეორე ასეთ ქალს ვერასდროს იპოვიო. და ა.შ.
 ღმერთო, როცა ვიღვიძებდით მოხუცი ცუდად ხდებოდა და მეც არ ვიყავი უკეთესად, მზე კარგა ხნის ამოსული იყო და ჩვენი საქმის გასაკეთებლად მივდიოდით, რკინიგზის შპალებს ვაწყობდით. ისინი შტაბელად უნდა დაგვეწყო.

შტაბელის დაწყება ადვილი იყო. მაგრამ როცა მაღლა ავიდოდით უნდა დაგვეთვალა. ”ერთი, ორი, სამი,” ვითვლიდი მე და მერე თავს ვანებებდი.
Bბერიკაცს თავზე ცვირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, მისი თავიდან სპირტიანი სითხე იღვრებოდა და ცვირსახოცს ასველებდა და ლაქებად აჩნდა. დრო და დრო რომელიმე შპალის ხიჭვი დანასავით დასერავდა ხელთათმანს და ხელში მერჭობოდა. ჩვეულებრივ, ტკივილი აუტანელი ხდებოდა და მუშაობა უნდა შემეწყვიტა მაგრამ დაღლილობამ გრძნობები დააჩლუნგა, მართლა საბოლოოდ დააჩლუნგა. ამ დროს ისე ვბრაზდებოდი, რომ ვინმეს მოკვლა მინდებოდა, მაგრამ როცა ირგვლივ მიმოვიხედავდი, ქვიშის, კლდეების, ღუმელივით ცხელი კაშკაშა ყვითელი მზის გარდა არაფერი იყო და არსად გასაქვევი.
 დრო და დრო რკინიგზის კომპანია ძველ შპალებს აძრობდა და ახლებით ცვლიდა. ძველები იქვე გზებზე ეყარა.

ძველ შპალებს დიდი არაფერი სჭირდა, მაგრამ კომპანია მათ აქ ყრიდა და ბურხარტი ჩვენაირ ტიპებს ქირაობდა შტაბელის დასაწყობად, რომელიც მერე სატვირთო მანქანით მიჰქონდა და ყიდდა. ჩემი აზრით მათ ბევრი სარგებლობა მოჰქონდათ. ზოგიერთ რანჩოში მიწაში არჭობდნენ, ეკლიან მავთულს გააბამდნენ და ღობედ იყენებდნენ. მგონი სხვა სარგებელიც ჰქონდათ. დიდად დაინტერესებული არ ვყოფილვარ.
ესეც ერთერთ შეუძლებელ სამუშაოთაგანი იყო, როცა ისე იღლები გინდა , რომ გინდა მიატოვო, და მერე შენ უფრო იღლები და გავიწყდება რომ უნდა მიატოვო, წუთები არ მოძრაობენ, თითქოს ერთ წუთში მარადიულად ცხოვრობდი, არ არის იმედი, გამოსავალი, ხაფანგში გამომწყვდეული ხარ, სიყრუე ხელს გიშლის ყველაფერი მიატოვო და თუ მიატოვებ წასასვლელი არსადაა.
“ბავშო, ცოლო დავკარგე.

საოცარი ქალი იყო. სულ მასზე ვფიქრობ.

კარგი ქალი ყველაზე დიდებული რამაა ამ დედამიწაზე.”
“ჰო.”
“ცოტა ღვინო მოგვცა.”
“ღვინო არ გვაქვს. დაღამებას უნდა დაველოდოთ.”
“ნეტა ვინმეს თუ ესმის ლოთების?”
“ მხოლოდ სხვა ლოთებს.”
“როგორ ფიქრობ, ეს ხიჭვები ჩვენს ხელებში გულამდე მიაღწევენ?”
“მაგის ბედი ჩვენ ვინ მოგვცა.”
ორი ინდიელი მოვიდა და გვიყურებდნენ. დიდხანს გვიყურებდნენ. როცა მე და ბერიკაცი იქვე შპალზე ჩამოვჯექით მოსაწევად, ერთ_ ერთი ინდიელი მოგვიახლოვდა.
“ ბიჭებო, ყველაფერს არასწორად აკეთებთ,” თქვა მან.
“რას გულისხმობთ” ვკითხე მე.
“მუშაობას უდაბნოს მაღალ სიცხეში იწყებთ. თქვენ კი დილით ადრე უნდა ადგეთ და აგრილებამდე უნდა მორჩეთ თქვენს საქმეს.”
“მართალი ხარ,” ვთქვი მე. “მადლობა.”
ინდიელი მართალი იყო. გადავწყვიტე ადრე ავმდგარიყავით.

მაგრამ ვერასოდეს მოვახერხეთ. ღამის სმისაგან ბერიკაცი სულ ცუდად იყო და თავის დროზე ვერც მე შევძელი მისის გაღვიძება.
“ კიდე ხუთი წუთი,” იტყოდა ის, “ მხოლოდ ხუთი წუთით მეტი.”
საბოლოოდ ბერიკაცი დაუძლურდა. ერთ დღესაც მომდევნო შპალი ვერ ასწია.
 ამის გამო ბოდიშს იხდიდა.
“არა უშავს, მამილო.”
კარავში დავბრუნდით და მოსაღამოებას დაველოდეთ. მამილო წამოწოლილი ლაპარაკობდა. მთელი დღე და ღამე მისი ყოფილი ცოლის ამბებს ვისმენდი. მერე ბურხარტი გამოჩნდა.
“ღმერთო ჩემო, დღეს ბევრი არ გიმუშავიათ ბიჭებო. ახლა იმას ფიქრობთ ყველი კარაქში ამოავლოთ?”
“ჩვენ მოვრჩით, ბურხარტ,” ვთქვი მე, “ გადახდას ველოდებით.”
“მე მგონი არ ღირს თქვენთვის გადახდა.”
“თუ საერთოდ ფიქრობ,” ვთქვი მე, “უნდა გადაგვიხადო.”
“ გთხოვთ, ბატონო ბურხარტ,” ემუდარებოდა ბერიკაცი, “ გთხოვთ, გთხოვთ, ამდენი ძაღლურად ვიმუშავეთ, პატიოსნად.!”
“ბურხარტმა მშვენივრად იცის როგორც ვიმუშავეთ,” ვთქვი მე,” მას ზვინების ანგარიში აქვს, და მეც მაქვს ჩემი.
“72 ზვინი,” თქვა ბურხარტმა.
“90 ზვინი,” ვთქვი მე.
“76 ზვინი,” თქვა მან ისევ.
“90 ზვინი,” ვთქვი მე.
“80 ზვინი” თქვა ბურხარტმა.
“დავნიძლავდეთ,” ვთქვი მე.
 ბურხარტმა ფურცელი და ფანქარი ამოიღო და ღვინის, საკვების, მგზავრობის და დაბინავების ხარჯები აღრიცხა.

მამილოს და მე, ხუთი დღის მუშაობაში 18 დოლარი გვერგო. სხვა რა გზა გვქონდა, ავიღეთ. სამაგიეროდ, ქალაქში დაბრუნება უფასოდ გვერგო. უფასოდ? ბურხარტმა ბოლომდე გვიხმარა. მაგრამ კანონთან ვერ ვუჩივლებდით, რადგან როცა ფული არ გქონდა, კანონი შენთვის მუშაობას წყვეტდა.
“ღმერთმანი,” ამოიხვნეშა ბერიკაცმა, “ ახლა მართლა დავლევ. დავლევ და მაგრად გამოვთვრები. შენ არ დალევ ყმაწვილო?
“არა მგონია.”
 ქალაქის ერთადერთ ბარში შევედით და დავსხედით.

მამილომ და მე ლუდი შევუკვეთეთ. ბერიკაცმა საუბარი ისევ ყოფილ ცოლზე დაიწყო. მე ვერ გავუძელი და ბარის ბოლოში გადავჯექი. მექსიკელი ლამაზმანი ბარის კიბიდან ჩამოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. კიბიდან ყოველთვის ასე რატომ ჩამოდიან, როგორც ფილმებშია? უცებ მეც თავი ფილმში მეგონა. გოგონას ლუდი ვუყიდე. მან თქვა, “ჩემი სახელია შერი,” და მე ვთქვი, “ ეს მექსიკური სახელი არაა,” და მან თქვა, ”რა აუცილებელია მექსიკური იყოს?,” და მე ვთქვი, “ მართალი ხარ.”
ზემოთ ასვლა ხუთი დოლარი დამიჯდა.

პირველ რიგში მან დამბანა, დანარჩენი მოგვიანებით მოხდა. მან პატარა თეთრს კასრში დამბანა, რომელსაც მორბენალი წიწილები ეხატა. ათ წუთში იგი იმავე თანხას აკეთებდა რასაც მე ერთ დღეში ოთხსაათიანი მუშაობით. ფინანსური გაგებით, მამაკაცის სასქესო ორგანოს ქონას, ქალის სასქესო ორგანოს ქონა ჯობდა. 
 როცა ქვემოთ ჩამოვედი, ბერიკაცს თავი ბარის დახლზე ედო. მაგრად დამთვრალა. მთელი დღე არაფერი გვიჭამია და მოხუცს სიტყვაც არ დასცდენია. თავთან ახლოს ერთი დოლარი და ხურდები ეწყო.

წამით გავიფიქრე, ჩემთან ერთად წამომეყვანა, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვერ მივხედავდი. გარეთ გავედი. ციოდა და ჩრდილოეთისაკენ გავუყევი გზას.
სინდისი მაწუხებდა იმის გამო, რომ მამილო ამ პატარა ქალაქის სვავებთან დავტოვე. დამაინტერესა, ნეტა მისი ცოლი თუ ფიქრობდა მასზე. ჩემი აზრით, არა და თუ კი, ისე არა როგორც მამილო ფიქრობდა მასზე. მთელს დედამიწაზე მასავით საცოდავი ადამიანები დაბობღავდნენ. დასაძინებელი ადგილი მჭირდებოდა.

მექსიკელი გოგოს ლოგინი პირველი იყო, რაც მეღირსა მთელი სამი კვირის განმავლობაში.
რამდენიმე ღამით ადრე, აღმოვაჩინე, რომ ხიჭვები ჩემს ხელში ფეთქავდნენ. რომელი სად იყო ვგრძნობდი. აცივდა. ვერ ვიტყვი, რომ ქალების და კაცების სამყარო მძულდა. მაგრამ მძულდა ის ძალა, რაც ხელოსნებისგან, ვაჭრებისგან, მატყუარებისგან და საყვარლებისგან მყოფდა. მას შემდეგ ათეულობით წლები გავიდა, და იმავე სიძულვილს ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების ამბავი და რეალობის მისეული ხედვაა.

თუ კითხვას გააგრძელებთ, მომდევნო მოთხრობა, შეიძლება უფრო ბედნიერი იყოს. მეც ვიმედოვნებ.