Litclub.ge

*** შეუჩერებლად
შეუჩერებლად
ირწეოდეს თქვენი აკვნები
და თქვენს მომავალს
ჯვარს სახავდნენ მღვდელ-დიაკვნები.
ძირს გართხმულიყოს
გასაგისი იმპერიების,
რომელთა ჩექმებს
ვაჟკაცურად იგერიებდით.