Litclub.ge

ტრისტან დერემს
მე სასადილოს კუთხეში ვზივარ მეგობარო და გწერთ ამ წერილს
გარეთ კი ქარი წივის მწუხარედ ცას შერჩენია თავისი ფერი
ცისფერი მაგრამ მტრული და უნდო თქვენ თითქმის უკვე წელიწადია
რაც დამივიწყეთ აღარ მწერთ წერილს 
მე ძველებურად თქვენი გმირების
გვერდით ყოფნა მსურს და სიკვდილიც მათთან მწადია
მე ვმეთაურობ მძღოლებს 
ქვემეხებს სამოცდათხუთმეტოთხმოცდაათ კალიბრიანებს
ჩემი ცხენები არგენტინული მიქრიან 
თითქოს ჩრდილოეთოს ქარი გრიალებს. 
დილით მივიღე თქვენი პოემა და უკვე ოცჯერ გადავიკითხე
მიყვარს ისეთი როგორიც არის ახლაც გამირბის თვალი იქითკენ
თქვენი ლექსები მძღოლებმა და ჯარისკაცებმა წაიკითხეს
და აუჩუყდათ გული იმათაც
ცივმა ცრემლებმა დაუსველა ბურჩხი თმაწვერი 
ჯოჯოხეთური ცეცხლის ბინადართ 
ძალიან მინდა თქვენი ნახვა მაგრამ რას იზამ 
წინ უმძიმესი ბრძოლა მომელის 
ჩამოდით ერთხელ მოგვინახულეთ 
თქვენი გიიომ აპოლინერი.
 
მთარგმნელი ბაძაღუა თამაზ