Litclub.ge

ორი საათი რეზერვუარში
მე ვჭმუნავ, ეშმავ…
ა. ს. პუშკინი ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანი

I
ვარ ანტიფაშისტი და ანტიფაუსტი.
იჰ ლიბე ცხოვრება უნდ აინ ქაოსი.
დას ისტ სასურველი, მაინ ოფიცირენ,
დემ ცაიტ ცუმ ფაუსტ ცოტა შპაცირენ.

II

არ დანებდა პოლონელთა ფანდებს.
მოენატრა თავის ფატერლანდი.
იზიდავდა სიბრძნის დიამანტი.
აეჭვებდა საკუთარი ანდე.
არ უფრთხოდა ქალებს, როგორც ღოლოს.
სექსზე ცხარედ მოკამათე, ბოლოს
ფაკულტეტზე თამაშობდა პოლოს.

შეისწავლა ბანქოს კატეხიზმო.
შემდეგ კარტეზიანიზმი იძმო.
ეგო არტეზიანიზმიც იზმო
ღრმად და აღარ სურდა კვლავაც ზევით.
სულ არ ჰგავდა იგი კლაუზევიცს,
ვერა ფლობდა ხრიკებს ბრძოლა-ზავთა,
რადგან ფატერ მას დურგალი ჰყავდა.

ცუმბაიშპილ თარეშობდა ჭირი
უნდ ქოლერა უნდ ტუბერკულიოზენ.
გაიჩხირა შვარცე პაპიროზენ,
რომ დაეცვა საკუთარი პირი.
იზიდავდა მას ბოშა და მავრი.
შემდეგ იგი გახდა ბაკალავრი.
მას დიდება არ ახვევდა თავბრუს
და მღეროდა „კემბრი… დინოზავრუს…“

გერმანელ კაცს ჭკუა ერგო სულ.
თუ კოგიტო, მაშინ ერგო სუმ.
გერმანია, მართლაც, იუბერ ალლეს.
(ვენის ვალსი ატკბობს ყურს და თვალებს.)
კრაკოვიდან ჰერი! გზები მრუდი.
მაგრამ მაინც სულ არ არის ცუდი,
როცა გელის კათედრა და ლუდი.

III

მრუმე ღრუბლებზე გადმომდგარა მთვარე, ვით ვაცი.
უზარმაზარი ფოლიანტი. დაჰყურებს კაცი.
შუბლზე ნაოჭი და თვალები ბეცი თუ ბაცი.
მათში ირევა არაბული ხლართების ქაცვი.
ხელებში უთრთის კორდოვული შავი გრიფელი.
შორი კუთხიდან უთვალთვალებს შავი პროფილი –
ვინმე არაბად წოდებული მეფ-იბნ-სტოფელი.

თაგვი ხრავს თახჩას. და სანთელი მკრთალ ნათელს აფენს.
„ჰერ დოქტორ, კმარა, ძილის დროა“… „ო იავოლ, შლაფენ…“
შავი ხახები ერთდროულად ღნავიან: „მჲაუ…“
უცებ შემოდის უხმაუროდ იდიშე ფრაუ.
მოაქვს შიშხინა ერბოკვერცხი, შესარგოდ ეგოს.
ჰერ დოქტორი კი უკირკიტებს კონვერტს და დინჯად
აწერს: „გოტ შტრაფე ინგლანდ, ლონდონ, სერ ფრენსის ბეკონს“

მოვლენ, მიდიან სტუმრეულნი, ფიქრნი, ეშმანი…
მოვლენ, მიდიან, მიდუმდიან წელთა ეჟვანნი…
სიტყვები, დარი, სამოსელი თუ კაეშანი
მიდის ყოველი, რადგან დროა გარდანქეშანი,

მან არაბულს გაუსინჯა დვრიტა.
სანსკრიტი კი სულ ამაოდ ჭვრიტა.
ძალზე გვიან, მაგრამ მაინც: ჭიტა!
ვუნდერბარულ უცებ გაიჩითა
აინე კლაინე ფროილაინ მარგარიტა.

უცებ აფრინა ქაიროში დეპეშა მტკიცე
და ეშმას სულის დათმობაზე თანხმობა მისცა.
მაშინ თვით მეფი ჩამობრძანდა, მან გადაიცვა
სამოსელი და არ უნდოდა ფიცი და მტკიცი,
ის უკვე იყო გარდაქმნილი. ბოლოს გარისკა
და თაიგულით ქალიშვილის ბუდუარისკენ
გასწია ჯიქურ და ქმნა ვენი, ვიდი უნდ ვიცი.

IV

იჰ ლიბე სინათლე, იჰ ლიბე სიზუსტე.
აბერ არ გეგონოთ ეს რაღაც სისუსტე.
თქვენ შპრეხენ, გულგრილად ვერ მზერდა ქალებს?
დას ისტ ნიჰტ მარტალი კველა, დას ალლეს.
ეს შეთანხმება მახტ დერ გროსსე მინუს.
ნამდვილად შპრახე, მახტ დერ გროსსე სინუს:
ნაჲნ გეჰაპტ გრდზნობები აჩვენო ვინმეს.

კაცს ალლეს ვერ მოსთხოვ, არ არის ძლიერი:
„შეჩერდი წამოო, შენ ხარ მშვენიერი!“
ჩვენ შორის ეშმაკი ციბრუტობს ცბიერი
და ჩვენგან ყოველ წამს ამ ფრაზას ელის.
ადამიანი კი, მაინ ლიბე ჰერრენ,
მერყევი ვინმეა, ამას სწორს წერენ,
თუმც ზოგჯერ გმირული ელფერით ჰფერენ,
მაგრამ, ვით გოეთეს, იღბალი შველის.

უნდ გროსსე დიხტერმა შეცდომით მოცერა,
ლამის სიუჟეტი ა განცე მოცელა.
თომას მანს ცაუხდა თავის ხელმოცერა.
შერ გუნომ აცბუნა არტისტი ქალობა.
მაინც ხელოვნება ეს არის სინათლე.
კონცერტში ტკუილს სდჟობს სამოთხის გალობა.
დი კუნსტ, მთავარია გრძნობების სიმართლე.

რა მოხდა, მას ჰქონდა სიკვდილის შიში.
მან კარგად იცოდა ეშმათა ჯიში.
ჩასწვდა იბნ სინას თუ ჰალენის ნაწერს,
სახსრებში იოლად აშრობდა ვასსერს.
შეეძლო გაეგო ასაკი ხეთა და
ვარსკვლავთა სავალ გზებს წინასწარ ხედავდა.
მაგრამ ღმერთისა კი აინ ვენიგ, სულ ცოტა რამ
ნიხტ, დოქტორ ფაუსტმა არა იცოდა-რა.

V

არის მისტიკა, არის რწმენა. და არის ღმერთი.
ეს ყველაფერი სხვადასხვაა და მაინც ერთი.
ზოგიერთებს სწყენს სულის და ხორცის ორობა.
ურწმუნოება სიბრმავეა. უფრო – ღორობა.

ღმერთი დაგვყურებს. ჩვენ ავცქერით. მაგრამ გვიანი
ჩვენნი სწრაფვანი უმწყობრო და უწყებრივია.
უფალი არის ბუნებრივი. ადამიანი?
ადამიანი ალბათ უფრო უნებრივია.

ამქვეყნად ყოველ ადამიანს აქვს თავის ჭერი
არც თუ იმდენად საიმედო. ამიტომ იგი,
როდესაც გულში შეუძვრება მზაკვარი მტერი,
ცხოვრებას უკვე ვეღარ ხედავს ეშმაკის იქით.

ასეთი იყო თვით დოქტორი ფაუსტი. თავად
მარლოც, გოეთეც ასეთნივე, თვით თომას მანი,
ინტელიგენტნი, მომღერლები და არც თუ ავად
სახსენებელი მკითხველები სხვანი და სხვანი…

დროის დინება მიიდენის მათ ყველას ერთობ
და სპობს მათ გზა-კვალს, დონნერვეტტერ, ტალღა უცები.
იქნებ მოასწრონ და იკითხონ: ო, საით, ღმერთო?
და გაარჩიონ, რას ეტყვიან შორით მუზები.

პატიოსანი გერმანელი ცურიუკ, ო ფატერ!
არ უცდის, როდის მიიყვანენ ბოლო კარამდის.
თბილი შარვლიდან ამოიღებს შემართულ ვალტერს
და ვალტერ-კლოზეტს მიაშურებს აწ და მარადის.

VI

ფროილაინ, ბრძანეთ, ვას ისტ დას „ინკუბუს“?
ინკუბუს დას ისტ აინე კლაინე გლობუს.
ნოხ გროსსერ დიხტერ გიოტე გვაძლევს რებუსს.
ვაიმარში ნისლი იდგა მქისე
და ყანჩებმა გასაღები ისე
აგვაცალეს, ვერც გავიგეთ მგონი,
არაფერი აღარ შეგვრჩა ხელზე.
ამაოა ეკერმანის გონი.
ვართ მარტოზენ, დარჩენილნი ხმელზე.

სული არის ამოცანა რთული.
მისტიკა კი ნიშანია სრული
დამარცხების, წაწყმედილი, კრული.
იჰ ბინ, არ ღირს საკამათოდ უკვე.
ცუმბაიშპილ, ჭერი – სახურავის თავხე,
ლექსით მეტი, კაცით – ნიცშე გავხე.
მახსოვს ნიშში ღვთისმშობელის სახე,
და ლოგინში ფრიუშტუკობა უხვი.

ზეპტემბერი. ზმორი. მთვარე სრული.
კუდიანის კრუტუნს მიაქვს სული.
ბალიშის ქვეშ ამოვიდე ცული…
წამეშნაპსა ნეტავ… აპგემახტ!
იავოლ, ზეპტემბერ. უჟმურობის ფაქტორს
ერთვის ის, რომ სადღაც უჭირს ტრაქტორს.
მსურს სიცოცხლე. „ფელკიშ ბეობეხტერ.“
გუტ ნახტ, მაინ ლიბე ჰერრენ, ია გუტ ნახტ.