Litclub.ge

სირბილით ჩავლილნი (თარგმნა: დავით კირკიტაძემ)
როცა ვინმე, ღამით, ვიწრო ქუჩაში სეირნობს და ამ დროს ვიღაც კაცი, ისეთი თან შორიდანვე, რომ მოჩანს (ეს იმიტომ, რომ ქუჩა აღმართს აუყვება და თან სავსე მთვარეა) ჩვენკენ მორბის, ჩვენ მას სულაც არ შევაჩერებთ, მაშინაც კი თუნდაც იგი სუსტი იყოს და ძონძები ეცვას, თუგინდ ვინმე უკან მოსდევდეს და უყვიროდეს, არამედ ჩვენ ამ დროს მას დავაცდით სირბილის გაგრძელებას. 
რადგან ღამეა და ჩვენი ბრალიც არ არის, რომ სავსე მთვარით განათებული ქუჩა ჩვენ წინ აღმართს მიუყვება და გარდა ამისა, შეიძლება ამ ორმა ეს დევნა გასართობად მოაწყო; იქნებ ისინი მესამეს მისდევენ; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოეკიდნენ; იქნებ მეორეს მკვლელობის ჩადენა სურს, და ჩვენ ამ მკვლელობის თანამზრახველნი გავხდებოდით; იქნებ იმ ორმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცის და თითოეული მათგანი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას – გარბის თავის ლოგინში; იქნებ ისინი მთვარეულები არიან; იქნებ იმ პირველს იარაღი აქვს.
და ბოლოს, განა არ გვაქვს უფლება, რომ დავიღალოთ, განა იმდენი ღვინო არ შეგვისვამს? ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორესაც ვეღარ ვხედავთ.