Litclub.ge

ცოდოა მუხა
... პროცესია გრძელ კუდს მიიქნევს. სამგლოვიარო მარში სიცოცხლის გამოსათხოვარს ეუბნება მიცვალებულს, რომელიც სხვის მხარზე გადებული, მუხის კუბოში წამოწოლილი არხეინად მიიწევს სამუდამო სასუფევლისკენ...
... ტირის ცოლი და ტირიან შვილები; ნათესავები; მეგობრები...
... და ტირის ტყეში განცალკავებით მდგარი მუხა...