Litclub.ge

* * * ახლა პოეზია ფიქრებს მოესია
ახლა პოეზია ფიქრებს მოესია,
ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია!
ვიდრე მშვიდადა ვარ, მითხარ ხო ესეა?
შენს თვალში მოვგევარ მერანს აღვირიანს.

ფიქრებს მოესია, რადგან პოეზია,
გაქრა აღვირები ხელსა და თვალს შუა...
ყველა კიდობანი განა ნოესია,
ან კოჭი როგორც ზის განა სულ ,,ალჩუა”...

არა, ჩემო კარგო სულს რაღაც აფიცხებს,
შედეგად ხდება რომ რაღაც შეგეშლება,
ამიტომ ვნებები როგორმე ჩამიცხრე,
თორემ არც ლექსებს და არც შენ შეგეშვები...

ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია,
სულის უღრანიდან სიოდ მონაბერი,
ჩემი ყველა ლექსი წყალში ჩაყრილია, 
ახლა ცოტა მაინც თუ არ მოგეფერე!