Litclub.ge

* * * ვიღაცა ლამაზ ოცნებას გვართმევს
ვიღაცა ლამაზ ოცნებებს გვართმევს,
ვიღაცა თამაშს გვთავაზობს საშიშს…
და ფიქრი, როგორც უმწეო მართვე,
ვერ ავაფრინეთ მიწიდან ცაში.
მარტომგზავრივით მბორგავებს ბნელში,
რაღას გვიმზადებს განმსჯელი ყოვლის…
დიდო ნათელო! შემოდი ჩვენში,
როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი…