Litclub.ge

ცვალებადობა
ქეთი,შენ ახლა ტყავგადაკრულ დივანზე ზიხარ,
ვერ შეველიეთ რახანია კონტრასტულ ფერებს,
ჩვენ ერთმანეთი ჩემო კარგო გრაფიკით გვიყვარს,
ოთხ საათამდე ყოველ ღამე-თორმეტის მერე.

თაკო,ერთხელ რომ დაგირეკავ,არც გინდა მეტი...
სურათებში თუ გინახია მშობელი გაგრა,
დაწოლის მერე შენი (ციდა) მარცხენა კერტის
ნაოჭებზე რომ ვიმკითხავებ,ხალისობ მაგრად.

ვიკა,ჩემს გამო ათი დღეა დაკარგე თავი,
დაჯდები სახლში,ამ დროს მარტი ფეხს იდგამს გარეთ,
ამოვალ,როცა რომელიღაც ოფისში გავა,
რაშუაშია,მაგრამ შენი სომეხი ქმარი.

თეო,სკოლაში ვიცი თვალწინ გიდგები კადრად,
ამ ეტაპზე ხომ სიყვარული გულივით გერჩის,
შენს მოსწავლეებს ჩემი თავი(კი იყო ადრე),
ბიძაშვილად რომ გააცანი პუშკინის სკვერში.

........................................................................
ა.შ.და ა.შ. ისევეა,ვით იყო ძველად,
ვიცი ეგ საქმე,ამიტომაც სიტყვაზე მენდეთ,
ლექსი გრძნობით და ემოციით ერთია ყველა,
ქალის სახელი თუ იცვლება კვირიდან თვემდე!