Litclub.ge

*ბიოგრაფია (ე.რ)
ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ შუამთის მონასტერში ფილადელფოს კიკნაძის ხელმძღვანელობით. 
1846 წლიდან რუსულ პრესაში იბეჭდებოდა რაფიელ ერისთავის მიმოხილვები, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხასიათის წერილები და ნარკვევები, რომელთა მიზანი იყო ქართული კულტურის პოპულარიზაცია. ერისთავი ასევე მრავალ სასარგებლო ცნობას აწვდიდა აკადემიკოს მარი ბროსეს. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული მუზეუმისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების საქმეში. იგი იყო ქართული პროფესიული თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე.
მისი პირველი ლექსები ("დარიგება", "ყვავილს") და პირველი ქართული მოთხრობა "ნინო" ჟურნალ "ცისკარში" გამოქვეყნდა. ამ ნაწარმოებებში რაფიელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძის თქმით, პირველმა დაძრა ენა ბატონყმობის წინააღმდეგ. "მამებისა" და "შვილების" ბრძოლას ერისთავი გამოეხმაურა მოთხრობით, რომელშიც უქნარა თავადაზნაურობას დასცინა.
ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელიცაა. მას ასევე მიიჩნევენ ვოდევილის ჟანრის დამამკვიდრებლად ქართულ დრამატურგიაში (პიესები "მბრუნავი სტოლები", "დედაკაცმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარის უმძლავრესია", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და სხვ).