Litclub.ge

ჩემი იმერეთის ზამთარი "
თენგო ცერცვაძეს)

თეთრად მოწინწკლულან ეზოები,
მთებიც ჭაღარაა ალაგ-ალაგ,
და ეს სისადავე მოზღვავებულ
სასოწარკვეთასაც გადაფარავს.
მალე ყვითელგულა ენძელები
ამოიწვერება მიწისპირზე,
მონატრებულ კადრებს მოვიძიებ,
წლების თაროდან რომ 
რიდით მიმზერს...
ოდის ერთ კუთხეში ბუხარია,
რომელიც სუნთქვასაც 
კი სხვა ხიბლს სძენს,
პატარა ბავშვივით მიხარია
ყოველი ფანტელის სიფაქიზე.
დუმილის უცნაურ სიმფონიას
არღვევს ჩიტუნების ჩამიჩუმი,
მგონი, სულ პირველი სტრიქონივით,
ეს ლექსიც სოფელში ჩამირჩება.
ზეცას ღრუბლის ქუდი აფარია,
დარბის ნიავქარი, ვენახს სერავს,
ჩემი იმერეთის ზამთარია,
ამ სულს ბავშვობა რომ შეახსენა.