Litclub.ge

ორთა მეგობარი სასაფლაო
(ტერენტი გრანელს)

წლებში გაბნეული უთვალავი ფიქრების მოზაიკა,
დღეს აქ ვარ სხვამხრივ, გონებაში სკდება სიმსივნე _
განწყობაც სხვაა, მაგრამ სიწყნარე იგივე სუფევს:
შორ საყვირების პოეტური გამოჟღერებით...
სულის გრგვინვაში ვეღარავინ შესცილებია!
ღამის დებოშებს ანაზებდა წაბლისფერ თმებით
და ცისფერ თვალთა სიღრმისეულ უფსკეროობით!
_ ამჟამად გრანელს, ჩემს ხედვაში, სხვა ადგილს ვუთმობ.
იგრძნობა რადგან, მის სტროფიდან ნისლოვანება,
რადგან მის გუმანს ვერ ჩაწვდება ვერვინ ბოლომდე,
მხოლოდ ჩემშია ამ შეცნობის უმეტესობა...
ზაფხულის ბოლო იწურება ხავერდულ ფითრით,
მისი ხელყოფა ნასამარევს გაადიადებს
და ჩემი ლექსიც მოედება ერთგვარ ქაოსად.
კვლავ სულის უკუნს მივუძღვნი მას, მრავალგვარ გრძნობით,
კვლავ ჩემი სახე მის პროფილში გადაიზრდება.
ცივი ქვებიდან სისხლიანი ამოვა გვამი,
პოეტის სიკვდილს გააქარწყლებს მწველი სიცხადით.
დამრჩება ხსოვნის ერთ კუნჭულში, ტერენტის მზერა,
გარდაიცვლება მოგონების შლეგი სტიქია...
წლებში შერეულ, უთვალავი დარდების წყებით!