Litclub.ge

დაურწმუნებლობა და შიში!
მორჩენილი ამბების ცვენა თავის ქალაზე,
დასასრულის ჰიმნებში იძირება მიგნება...
ირეკლება სარკეში ნოსტალგიურ ფიქრებად,
და სამიზნე სიმაღლეს ვეღარასდროს მისწვდება.
მილასლასებს ბილიკზე მოქანცული სხეული,
იქ, მთვარიან ღამეში ვამპირები სცოდავენ...
უნამუსო აჩრდილნი, სხვა სინდისზე ბოდავენ,
ცეცხლში შთება ყოველი, ნაღვერდლებად ქცეული!
_ განმაწამებ ერთობას _ ეულობას ვამჯობებ,
სულმიხრწნილი ოხვრებით, სიცოცხლეც იწურება.
აღარა მსურს პირბასრი გილიოტინის ყურება,
მსოფლმხედველურ მანძილის, ხანგრძლივობას ვამოკლებ!
_ ჰამლეტისეულ სიტყვებს, სიმარტივე ეტყობა,
გინდ არც იყავ, სხვა მაინც, ხომ შენს მერე გაჩნდება...
მისთვისაც ეს სამხეცე, ხომ წამება გახდება,
_ ჰამლეტისეულ ფრაზებს სიმარტივე ეტყობა!!!
მყრალი კეთროვანება სიტყვებშიაც იგრძნობა,
გასარჩევად არ რჩება უმცირესი ფაქტორიც...
ხორცში შიში იჭრება, ძვლებამდეც კი გამჭოლი
და ეს ტვინი, წყეული, ორ ნახევრად იპობა!
_ მორჩენილი ამბების დამცინავი თამაში,
_ აღსასრულის ჰიმნების მიმწუხრებულ გამაში!