Litclub.ge

სულის წყვდიადი
სათაყვანო ოცნება - ცეცხლით შეიმოსება,
დასრულდება წუთების ყალბი შეტაკებანი...
სულში დავა მორჩება, ტრაგედია მოხდება,
გონში კვლავ აღმიდგება აზრთა შენაცვლებანი.
უარყოფილ მრწამსების - გაისმება ბასები,
შინაგანი არსების გახშირდება ღელვები...
ირაზება კარები, ილუზიურ ზმანების,
და ვით წვიმა წამოვა - ლორწოვანი გველები!
მოზღვავდება ჰაერის უხილავი მანერი,
ჩავარდება წუმპეში გუშინდელი გრიგალი -
გაყინული კამერის, მარტოობით დავთვერი,
შემომერტყა საღამო, როგორც მკაცრი ვუალი.
დასივებულ თვალების იბზარება ნალები,
სისხლოვანი ცრემლების ნიაღვარში ვიხრჩობი -
უთავბოლო წვალების მტრული რიტუალებით
გავსებული პირთამდე, ორ ნახევრად ვიპობი!
საუცხოო მირაჟებს ვერასოდეს მიაგნებს -
სულიერი განთიშვის ინდივიდუალობა -
უაზრობა იმძაფრებს ლუციფერი მიმათრევს,
და ღამეულ ჩონჩხებთან შევუდგები გართობს!
შეწყალებას არ ელის, ჩემი ავი სახელი,
იკარგება ხსოვნაში უძველესი რითმები -
მეკიდება სასმელი, ჭიქის კორიანტელით
მიზანტებულ გარებით და საოცარ სიზმრებით!..
- სანეტარო ოცნება ცეცხლით შეიმოსება,
გათავდება დღეების საშინელი ორგია!