Litclub.ge

განრისხდა ზეცა
განრისხდა ზეცა, შემზარავად იჭექა წვიმამ! 
სხეულის სამოსს უსირცხვილოდ გავეპარები... 
შინაგან წვდომით საოცრებებს წავეტანები, 
რომ არ გამთელოს, საშინელმა წყვდიადის ხილვამ! 

ცხედრისფერ დილებს დავუხვდები ნაგვამურევი, 
ქარებში წანწალს ერიდება სულის პათოსი... 
თენდება მძიმედ, გარდაცვლილი დგება ტაროსი, 
სახლდება არსში აუხსნელი, განცდა _ უტევი... 

მოვედი მკრთალად, განმერიდა ქუჩის ამბოხი, 
გამტვრიანებულ ლაზარეთებს ვერ უძლებს ტანი... 
არის ჩვენება უკიდურეს წამების მგვანი _ 
და აწარმოებს შთაგონება _ ტვინის მაზოხიზმს! 

გადასკდა ზეცა, ამაზრზენად იფეთქა წვიმამ, 
შემოხრწნილ სამოსს დარცხვენილად გავეპარები... 
კანკალის კეთრით სასწაულებს წავეტანები, 
რომ არ მიმსხვერპლოს, საშინელმა, უკუნის ხილვამ.