Litclub.ge

შორენას
ჩვენ ახლა ვზივართ და ზღვის ნაპირებს,
გავყურებთ, მოჰქრის ნიავი ნელა;
ჯერარშობილიც სუნთქვას აპირებს,
ჩამოვუკიდოთ აქ საქანელა!

გაკოცებ ახლა, ამ გზებს, ამ ხიდებს,
ვაშენებ წვიმს თუ ქარია, ბნელა,
მომინდა ნათლით ცამდე ახვიდე,
რადგან სხვანაირს გიყურებ ძნელად...

შენ ღვთაება ხარ, წამწამს არ ხრიდე,
თუნდაც არასდროს, მანიჭებ ყველა
სიკეთეს, ხვალ კი ამ გზებს, ამ ხიდებს,
ვაჩვენებთ ჩვენს შვილს უკვდავ სახელად!

ჩვენ ახლა ვზივართ და ზღვის ნაპირებს,
გავყურებთ მოჰქრის ნიავი ნელა,
ჯერარშობილიც სუნთქვას აპირებს,
ჩამოვუკიდოთ აქ საქანელა!