Litclub.ge

ჩვენ!

(გიორგი საჯაიას)

ჩვენი ბრძოლა ნაფერი ცრემლიანი ქალებით,
სისხლის მდინარეებში გამარჯვების შტორმია,
და ვაჟკაცურ ნაბიჯით გამოვაღოთ კარები
სახლის! თვითმარქვიებთან როცა ირგვლივ ომია!..

დიდი გზა გვაქვს სავალი, სიკვდილ-სიცოცხლესავით,
ხან მოვა და ხან წავა ბნელ-ნათელი წუთები,
ეს გულები არასდროს არ ჩაქრება მზესავით,
მიწაც რომ აეფაროს ანდა ზღვაში ღუზები!

ჩვენ ქართული სული გვაქვს არსად გავიტეხებით,
ღვინო გვიყვარს კახური და ცდუნება ხმალისა,
პოეზიის ჟინს ვიკლავთ ნამიანი ვერხვებით,
გვესმის ჩვენ სხვანაირად არსიც დასაბამისა!

და დღეს დროა შევერთდეთ ჩვენი ქვეყნის გარშემო,
დაე სული შეერწყას დაღუპულებს მიმწუხრისს,
შევერთდეთ და ქართული სახელმწიფო ვაშენოთ,
ცისკრის ანგელოზი კი გვილოცავდეს პირს ბუხრის!