Litclub.ge

* * * "როგორ გაგკიცხო"
როგორ გაგკიცხო 
და სიცივე გისაყვედურო...
ვიცი, მყინვარი
მტკივნეულად
განიცდის სითბოს...
თავზე ახურავს თოვლის ქუდი _
განშორების მარადისობა
და შენგან მხოლოდ
იმსახურებს
სიჩუმესა და 
შორეულ ციაგს.