Litclub.ge

IX განზომილება
ნუ გამიწყრები, თუ აღმაფრენას
მსურს მივაწიო შენი სახელი,
რადგან უიღბლოდ შობილი გრძნობა
სულაც არა ჰგავს ცოდვას გამხელილს.
სულ სხვა სამყაროს ფერად მაქციე,
შენთან უშენოდ ყოფნას დავჯერდი, 
ასე, უბრალოდ დავიმსახურე
ჩემი ცხოვრების ჯილდოც, სასჯელიც.
თუ დამანახვე ამ ზეცის იქით 
ციცქნა კუნძული, ჩანჩქერიანი,
მაინც აგვიყვანს ბოლოს მე და შენ
იქ ბედისწერის ბორბლის ტრიალი,
სად სანუგეშო ცხოვრების წამი
ითვლის უთვალავ საუკუნეებს
და სენად შეგყრის თვით სულზე უტკბესს _
სიყვარულს, მარად განუკურნებელს.
უცხო ფრინველნი გალობენ ირგვლივ
და შენ იდუმალ მიმღერი სოლოს
და იმ სიცოცხლეს, რომ მაზიარებ,
ვგრძნობ, არასოდეს ექნება ბოლო.