Litclub.ge

მიყვარს ვარდები
მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,
მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი!
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი, შენს სადღეგრძელოს 
ვიმეორებ მარად და მარად, 
ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს, 
ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!