Litclub.ge

მოდი და იპოვე...
იქ მახსოვს ზოგიერთს, თუ როგორ ვაკლივარ, 
აქ ვხედავ ზოგიერთს, რომ ვეზედმეტები... 
ისინი მიღებენ გიჟსა და ნაკლიანს, 
ამათ კი ზურგს უკან უჭირავთ კეტები. 
მოდი და იპოვე, მოდი და იპოვე, 
ბინძურ სიცოცხლეში და შენი ადგილი... 
გთხოვთ, ნუ დამიძახებთ, ნურც კოჭლს, 
ნურც გიჟპოეტს... 
გთხოვთ ოღონდ სიცოცხლე, გთხოვთ 
გამიადვილეთ. 
აქ ვხედავ ზოგიერთს, თუ როგორ ვაკლივარ... 
იქ ვხედავ ზოგიერთს, რომ ვეზედმეტები... 
ესენი მიღებენ გიჟსა და ნაკლიანს, 
იმათ კი ზურგს უკან, უჭირავთ ბრიტვები. 
არ დაიზარა და ყველაფერს მოედო... 
უადგილობაში... 
იპოვა ადგილი... 
ვაშა! 
ამ კოჭლსა და მართლაც გიჟპოეტას... 
გიბრძანებთ! 
სიცოცხლე არ გაუადვილოთ. 
იქ საქართველოა... 
აქ კი ესპანეთი... 
იქ ჩემი გულია, აქ ჩემი სამყარო. 
იქ ჩემი ფასია 13 მანეთი, 
აქ ვცდილობ ბედს მტვერი თვალში შევაყარო. 
იქ ჩემი ბავშვობა, აქ ჩემი წამალი... 
იქ ჩემი მშობლები, აქ მასონეთია... 
აქ წარმომავლობა, მე ჩემი დავმალე, 
იქ ისევ შაშხანებს ისვრიან დენთიანს. 
იქ მეცხრამეტეა... 
აქ ოცდამეერთე... 
ორი საუკუნე გაშორებს ევროპას, 
ავდექი, დავტოვე და სივრცეს შევენთე... 
აღარც პატრიოტი 
აღარ ვარ ეტყობა. 
იქ მიყვარს ყველა და 
მიყვარს ყველაფერი... 
აქ მომწონს ქუჩები, შუშის მოედნებით... 
იქ ველი მის თვალებს, საფირით დაფერილს, 
აქ ვიცი ევროპას უცებ მოვბეზრდები... 
ხოდა მეც ვიფიქრე, წავალ და გავქრები... 
ხოდა ერთ საღამოს, გრილსა და სეტყვიანს... 
კარმასთან ბრძოლაში გათხრილი სანგრები, 
გეტყვიან... 
გეტყვიან... 
გეტყვიან... 
გეტყვიან... 
არ დაიზარა და ყველაფერს მოედო... 
უადგილობაში... 
იპოვა ადგილი... 
ვაშა! 
ამ კოჭლსა და მართლაც გიჟპოეტას... 
გიბრძანებთ! 
სიცოცხლე არ გაუადვილოთ.