Litclub.ge

ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს
ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,
სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.

ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.