Litclub.ge

ო, რომ შემეძლოს
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
შემოგახვევდი სახეზე ჩადრად,
რომ შენი სახის ნაზი მშვენება,
ჩემ მეტს არავის არ დაენახა.
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
დავჭრიდი შენი თვალთა სხივებით,
შეგიკერავდი ბნელ წამოსასხამს,
მოქარგულს ჩემი ცრემლის მძივებით.