Litclub.ge

რაღაცა მოხდა
რაღაცა მოხდა,
იდუმალი, გაუგებარი...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის
და ყოველ ღამე 
სიზმრად მესმის კივილი ჭოტის,
ასე მგონია, 
ფეხაკრეფით ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
მესამე მოდის...
მოდის კანონი, კანონის ძალით,
მისი სახელით.
მოდის ცივი და მოდის თავხედი;
მოდის და მოდის...
მოდის და მოდის...
სადა და როდის,
სად გავიგონე 
მე პირველად კივილი ჭოტის?!
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
უცხო, ზედმეტი...
რაღაცა ხდება გაუგებარი
და ითელება გული მგზნებარე
კანონის ძალით.
კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი;
მე ვდგავარ მთვრალი,
როგორც ყოველთვის,
სუნი დგას მძორის...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის.

ვიღაცა მიდის...
ვიღაცა მოდის...
მე ისევ მესმის კივილი ჭოტის!