Litclub.ge

*ბიოგრაფია (გ.დ)
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს გორისუბანში. ცხრამეტი წლის ჭაბუკს მონაწილეობა მიუღია გორისციხის ბრძოლაში, რომელიც თურქ დამპყრობლებს ჰქონდათ დაკავებული. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ,თუმცა პირველი იერიშის დროს წარმატებას მიაღწიეს. ამ ბრძოლის შემდეგ დავით გურამიშვილი აღარ დაბრუნებულა საგურამოში და თავის მოყვრებთან, ქსნის ხეობაში, ლამისყანაში შეუფარებია თავი. სწორედ აქედან გაიტაცეს იგი ლეკებმა 1727-1728 წწ.ში და წაიყვანეს დაღესტანში, ოსოქოლოში. აქედან პოეტი გაიპარა და შეეკედლა თერგისპირას ახალმოსახლე რუსებს. 1729 წელს იგისოლარ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც შეუერთდა ვახტანგ VI-ის ამალას. თავად დავითის თქმით, მოსკოვში ვახტანგიმასზე ექვსი წლით ადრე ჩავიდა. ამ დროს მეფის ამალა დიდად დამწუხრებული ყოფილა, რადგან მოკლე პერიოდში რუსეთში სამიხელმწიფე გარდაიცვალა და ვახტანგმა აღარ იცოდა ვისთვის მიემართა.
ქართველები ცხოვრობდნენ ვსეხსვიატსკოეში, სოფელში, რომელიც პეტრე პირველმა უწყალობა ალექსანდრე არჩილის ძებაგრატიონს; მისი სიკვდილის შემდეგ ეს ტერიტორია ვახტანგ VI-სა და მის მემკვიდრეებს დარჩათ.
მოსკოვში ჩასვლისთანავე პოეტი ჩაება კულტურულ საქმიანობაში, რომელიც ქართველ ემიგრანტებს უკავშირდება დარომელსაც მრავალმხრივი მიმართულება ჰქონდა. აქვე იმყოფებოდა პოეტის ძმა ქრისტეფორეც. ცნობილია, რომ ვახტანგისინიციატივით გამართულ პოეტურ პაექრობაში მის მელექსეობას დიდი მოწონება ხვდა წილად. ამის თაობაზე ისევე, როგორც მთელითავისი ცხოვრებისეული გზის შესახებ, დავითი თავის “დავითიანში” მოგვითხრობს.
სამშობლოს მოწყვეტილი პოეტი უცხოობაში, მირგოროდში გარდაიცვალა და დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინებისტაძრის ეზოში.