Litclub.ge

*** ბედნიერი ვარ

ბედნიერი   ვარ,   გული   შენი   თუკი   გავათბე,

თუკი   როგორღაც   ცოტაოდენ   მაინც   გაგართე,

თავდავიწყებით   დროს   და   წუთებს   კენკავს   საათი,

ხვალ   სხვა   იქნება   ჩემი   სახლი   და   მისამართი.

 

დე,   დადგეს    ჟამი   ნათელ-ბინდის   შუა   გამყოფი,

მადლიერება   თან   გამყვება   ამ   ცის,   ამ   ყოფის,

ბედნიერი   ვარ,   რომ   უფალმა   შენთან    მამყოფა,

მეც   მიწილადე    აკრძალული   იმ   ხის   ნაყოფი.

 

ლოდინით   იწვის   შორიახლო   ცივი   სავანე,

ღამის   ლანდები   შესევია   მწვანე   სავანას,

გზები   გრძელია,   მაგრამ   სადღაც   არის   სამანი...

ერთხელ   ხომ   იყავ   ჩემი   ველის   იასამანი!

 

მეტი   რა   გითხრა?  ეს   სიცოცხლე    ღირდა   ამადაც,

საითაც   უნდა   მოისროლოს   ეშმამ   ქამანდა..