Litclub.ge

*** გახსნილ სარკმლებთან

პ ა ა ტ ა ს

 

გახსნილ    სარკმლებთან   საოცარი   გას   გაზაფხული,

ხარ   პრერიებში   გადაჭრილი   ჭრელი   მუსტანგი,

ისე   ელვარებ,   ვით   ხევსურის   ხელში   მახვილი,

ვით   განთიადი   მეწამული   მზის   ამოსვლამდე...

 

გადასწევ   ფარდას   და   მეწამულ    ცაზე    ამოვა

ვრცელი   სამყარო   სხვა    ვნებით    და    კიდევ    სხვა    ხალხით,

მე   კი    ვბერდები,   ჰორიზონტი    ისე    ახლოა,

ვით   დედაჩემის    სამარესთან    მწვანე    ბალახი...

 

ბედმა    ინებოს,   ძე   უფლისავ,   იყო    ლამაზი,

ცხოვრება    დიდი   ტაძარია   და   ეკლესია,

ნუ   შეგაშინებს    მოვარდნილი    გზებზე   ღალატი,

ამ    ბილიკებით    გაუვლია   ღმერთს    და    მესიას...

 

თვრამეტი    წლის   ხარ ,   ანთებული   ქარში    თვრამეტჯერ,

გაქნეულ   ხელით   შენს    სახელს    ვწერ    მზის    პერგამენტზე...