Litclub.ge

*** მეფობას არ გთხოვ
მეფობას   არ   გთხოვ,   არც   უფლებას   დიდი   ვზირის
და   არც   დარბაზებს    ამღერებულს   რძის   შადრევნებით,
უბრალოდ   სული   მიიდრიკა   ცისკენ    ვაზივით,
რომ   მგზავრს   დამაშვრალს   დავუმწიფო   ბაგე   მტევნებით.

დაე,    ვისაც   სურს,   მიურიდენ    დიდება     ლაყე,
თითქოს    მისი    და   მაინც   სხვისი   ლამაზი    ცოლი,
არვინ    მავალებს   მოუთმენლის   ცდუნებას    ავყვე
და   ვითამაშო   გულმოკლული   მიჯნურის   როლი...

ბედნიერებას    ვერ   შეიყვან   ძალად   კარავში,
დაე,   ვისაც   სურს,   მიუშვი  და   აკადნიერე,
არ   მიატოვო   იმედის   და   რწმენის   გარეშე
შენი   ერთგული   და   უჩინო   კამერდინერი...

აქ   ვისააც   სურდა,   გულის   ჭია   ისეც   ახარა,
არწივად   მაინც   ვერ    გადიქცა   ყვავის   ბახალა...