Litclub.ge

* * * "მკითხველი ლექსებს მიქებს"
მკითხველი ლექსებს მიქებს,
მელექსე მიქებს კაცობას,
მე ერთად მსურდა იქნებ...
ეჰ, კაცია და განწყობა.

დადო სულელმა წიგნი,
აზრები დაასაწყობა,
ვერაფერს ნახავთ შიგნით...
ეჰ, კაცია და განწყობა.

რა საჭიროა ასი
წელი შავთეთრის საცნობად,
მძულს პარნასული ფარსი,
მე ვიცი ჩემი ფასი,
მე ვიცი თქვენი ფასიც...
ეჰ, კაცია და განწყობა

არ შეიძლება ერთად
თან შარი-შური, თან ძმობა,
არც ვწერ და აღარც ვბეჭდავ...
ეჰ, კაცია და განწყობა.

მზად მაქვს ორივე ხელი
გულმკერდზე შემოსაწყობად;
მივდივარ, თქვენც იქ გელით...
ეჰ, კაცია და განწყობა.