Litclub.ge

ნუ გსურს, ძვირფასო

ნუ   გსურს ძვირფასო დარდი  გამანდო,

მიჯობს  ლოდინი,   ვერ   დაუთვლელი...

ნურც   უზრუნველის   ფანდით    გამართობ,

ქვა   ვარ,  ლოდივით    ცივი,   უთქმელი.

სჯობს   დამეკარგო    უმისამართოდ,

გინდა    დაგადონ   ფრთებზე   ხუნდები,

ვერც    შირაზს    გპოვო,    ვეღარც   ყაბარდოს,

ვერც   საყმოს   გულქვა   ტაიფუნდების...

ამ    ჩვენს   ცხოვრებას    ღმერთი   თავადობს,

ვეძებთ    ცხონებას,  მიწას   ვუნდებით...

სითაც   გისროლე    ჯავრის    ქამანდო,

ბუმერანგივით     უკან     ბრუნდები!...