Litclub.ge

აგვისტო, 2008 წელი

ქართული სიტყვა, ლოცვა ღვთიური,

და გენაცვალეც არ ითარგმნება;

შესაბამისი განცდა არა აქვთ,

მომკლა ამდენმა დითირამბებმა.

ჩემი ზღაპარიც ღმერთით იწყება,

თითქოს ამქვეყნად არა იყო რა,

რუსის жил да бил,

იყო, წავიდა, მერე ატირდა ჩემი ნიკორაც.

თავისუფლების განცდა გმირული,

აღარ გვაცალეს რუსმა ბომჟებმა.

გენაცვალეა ჩემი ძახილი

რუსებისთვის კი ტაკ-პალოჟენა.

„თავისუფლება ლომთა ხვედრია“,

 

მისი დაკარგვა_
მუხლზე დაცემა,

 

ბევრჯერ გავიმუხთლეს, ვერ დაგვაჩოქეს,

ამ ერთმორწმუნე არაკაცებმა.

მაგრამ ღვთური ძალა ყოველთვის

ხედავს მაღლიდან ტანჯვას, წამებას,

რუსის საქციელს განგება განსჯის,

არ აპატიებს ჩვენს გამწარებას.