Litclub.ge

ორიდგან
სოფელმან მიმაგდო ყარიბობასა,
გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა?
სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ,
ვისულდგმულებ შენგნით ყოველს წამს და დროს.
დავეხარბი სურვილს სურვილით მშრალი,
გაუქრობლად მცვივა სულთქმისა ალი.
სული ჩემი დასწვეთს გულზე სიყვარულს,
ნაზსა,უცხოს,წმინდას,უზადოსა სრულს.
გემღერები სახეს ანგელოზებრივს,
მონარნარეს ედემს მომფრინარობრივს.