Litclub.ge

(მშვიდობით, სიყვარულო...)
მშვიდობით, სიყვარულო,
მშვიდობით!
მხოლოდ შენ ჩამორჩი
ნოეს კიდობანს,
მას აქეთ
ნამღვრევში ფართხალებ,
მას აქეთ
წარღვნის მორევში იხრჩობი...
ნეტავ ვინ დაგწყევლა,
ერთხელაც,
ერთხელაც ვერ გადაგარჩინეს,
მუდამ უასაკო გვიკვდები...
მშვიდობით, სიყვარულო,
მშვიდობით,
მშვიდობით, სიცოცხლევ!