Litclub.ge

მკოცნე (მთარგმნელი: ხათუნა ბოლქვაძე)

მკოცნე, მკოცნე ტკივილამდე,
თუნდაც სისხლის წვეთამდე,
ფრთაგაშლილმა ვინავარდო
ცხელი გულის ფეთქვამდე.
გადაამხობ პირქვე სასმისს
მხიარულთა ჯინაზე,
ხომ იცი, რომ ერთხელ ცხოვრობ,
ერთხელ მოხვალ მიწაზე.
მიიხედე მშვიდად, ნელა
წყვდიადს უმზერ თვალებით,
ეს ცხოვრება, თითქოს ფერად
ჩიტს გაგონებს წამებით.
ოღონდ მკოცნე, ისე მინდა,
თითქოს ვკდები ახლა მე,
ალბათ იგრძნო, ალბათ, მიხვდა,
ალბათ დიდხანს მაწვალებს.
აღარ ვჩივი, თუნდაც მოვკვდე,
გავქრე, თუნდაც მოგცილდე,
ოღონდ მინდა სიკვდილამდე,
მაგ შენს ტუჩებს ვკოცნიდე!
მინდა, თუნდაც ოცნებეში,
ასე ურცხვად, თამამად,
რომ ვისმენდე შენს ნაზ ჩურჩულს,
,,
კვლავ შენი ვარ, აბა რა"...
და რომ სხივი სავსე ჭიქას
აჩნდეს, ენთოს ფენაზე,
ხომ იცი რომ ერთხელ ცხოვრობ.
ერთხელ მოხვალ მიწაზე!