Litclub.ge

ბატონო გივი, ამ ციცქნა ლექსით
გივი თათეიშვილს


ბატონო გივი, ამ ციცქნა ლექსით
თუ შეუძლია სულს დაპურება.
თქვენ მე გამიგეთ, თქვენ კარგად გესმით
პოეტის გულის უდაბურება.
თქვენ კარგად გესმით, თქვენ კარგად იცით,
რომ გულის იქით კიდევ გულია,
და როცა სული ივსება მიწით,
მაშინ სიკვდილიც დიდებულია.
დიდებულია სიკვდილიც მაშინ
და პოეზია გადამეტია..
სული სხეულში არ დაეტია
და სტრიქონებად გაფრინდა ცაში.
მე ვფიქრობ თქვენზე, თუმცა შავეთი,
მოდის შავეთი თავის სპიანა,
გამოცლილია ჟამის ფიალა
და მოწყალეა, სავარსკვლავეთი.
და მოწყალეა, მართლა მოწყალე, 
თუმცა ჩრდილებმა გადაუარეს,
მაინც რადა ვარ ქვეყნად ცოცხალი,
სხვას თუ ჭრილობას არ დავუამებ.
მე იდუმალის ნექტარი შევსვი,
ლექსით დავუწყე სულს დაპურება,
თქვენ მე გამიგეთ, თქვენ კარგად გესმით
პოეტის გულის უდაბურება.