Litclub.ge

დედაშვილობა
ჩვილმა თვალები გაახილა
და ორი ვარსკვლავი დაინახა
და მერე, მთელი ცხოვრების მანძილზე,
უფრო მშვენიერი ვარსკვლავები
არც ერთ
ცაზე არ შეუმჩნევია.