Litclub.ge

ღრუბელი
_ წყალი თუ მწყურია,
როგორ ვერ დავლიო, _
თქვა მთვარემ და ზღვაში შეცურდა ტივივით...
მთამ: _ თეთრი მერანი ვარ!
მუხამ: _ მხედარიო!
_ მე რაღას წარმოვადგენ? –
ქრის ქარი კივილით...
_ ცამ მზე დაიკიდა როგორც მედალიო, _
ცაშია ხეების
თვალები ირიბი...
_ რატომ ვარ ასეთი შეუხედავიო! –
თავი მოიკლა ღრუბელმა ტირილით...