Litclub.ge

ასი ათასი მადლობა

„ასი გაზაფხულის თამადის“ პასუხი ომარ გვეტაძეს

გათენდა...მზესთნ ჭიდილში ასჯერ ჩამოკრეს ზარებმა,

ასჯერვე შენთვის მომინდა ფშაველის ხმალის ტარება.

ასიათასჯერ გეწვიოს რითმები მხრიდან ხახულის,

ასჯერ სუფრასთან გვყოლია ალუდა ქეთელაური.

როცა ცხოვრებამ ას-ასჯერვე ასივე კარი ჩარაზა,

ასჯერვე შენ დამანახე მთას მოტირალი აღაზა!

ასჯერვე არ დავამთავრებ ამ გრძელი ამბის მოყოლას,

ასჯერვე ჩემი გულისთვის როგორ იცავდი ჯოყოლას!

ას გაზაფხულზე ას-ასჯერ ერთად დავესწროთ აღდგომას,

ლუხუმს ლაშარის გორაზე ასჯერვე უნდა შადგომა!

ასჯერვე შევჭამ გველის ხორცს

ასჯერვე მოვჭრი მარჯვენას,

ასჯერვე ლაშარის მადლით ასჯერ დაგლოცოს გამჩენმა!

ასჯერ გაზაფხულს მოესწარ, ასჯერვე გეტყვი თამამად,

ასჯერვე გნიშნავ,იცოდე რჩეულ პოეტთა თამადად!

ყოველ გაზაფხულს, ძამიკო,

გიწევს თითო წლის დათმობა,

ათი ათასი სალამი, ასი ათასი მადლობა!