Litclub.ge

წმიდა აბო ტფილელი
ჩემო სულტკბილო, ტფილელო აბო,
რა უნაზესად მეღიმილები,
შენ უტეხი ხარ, როგორც ქვა გაბრო,
გულთეთრი, როგორც წყლის ლილიები.
მეტეხის კლდეზე, როგორც პირიმზე,
აცეცხლყვავილდა მოწამის სახე,
მან მიანათა მრთელი პირი მზეს,
აგერ გახედე! იხილე! ნახე!
გულთეთრი, როგორც წყლის ლილიები,
და ისე მყარი, როგორც ქვა გაბრო,
მაღლობზე, ძველი მტკვრის განაპირას,
მეტეხს უტეხად დგას ჩემი აბო!..