Litclub.ge

ტაო-კლარჯეთი
ხანძთის მოღვაწევ, მამაო გრიგოლ,
დაუღალავად მლოცველო ჩვენთვის,
დავმძიმდით, როგორც ძველი აკიდო,
შემოგვრჩა ერთი იმედის ჩელტი:
გამოითხოვე წყალობა ღვთისგან
და აგვაშენე, როგორც შატბერდი,
ააგე ჩვენში:
იშხანი,
ხანძთა,
პარეხი,
დაბა,
მერე
და ჯმერკი!
ჩვენ აქამომდე გვიფარავს მადლი
ამ მონასტრებში მოღვაწე ბერთა,
ჩვენდა წყალობად დგას წყაროსთავი,
იმედად _
ბერთა
და
ბარეთელთა!
დგას
მიძნაძორი
და
დოლისყანა,
სვეტად სინათლის და სასოების,
მოსავლიანი გაგვხადე ყანა,
ვით ჩვენი ენა და ასოები...
ცაო, მოგვფინე უშრეტი მადლი,
საქართველოსთვის მლოცველ მამათა,
ჩვენ გადაგვარჩენს ტაო-კლარჯეთი:
შატბერდი,
ოშკი,
იშხანი,
ხანძთა!