Litclub.ge

ვიქირავებ ბებიას

 სამსახურახლადდაკარგულ კაცს სხვა რა საქმე უნდა მქონოდა, მივაბიჯებდი რუსთაველზე და  არც ერთ ჭადარსა და მასზე გაკრულ თუ ჯვარცმულ ქაღალდის ნაფლეთს არ ვტოვებდი, თან ბედის ირონიით, რომ არ მშორდებოდა, ჩემი ახვარი უფროსისგაჟვიბინებულსიფათს ვიხსენებდი. არ ვიცი ეს სიტყვა როგორ უნდა გაიგოს კაცმა თუ ჩემი ყოფილი უფროსის სიფათი არ უნახია, მაგრამ პრინციპში საკუთარი, ყოფილი ან, თუ ვაჟკაცობა ეყოფა, ახლანდელი უფროსი წარმოიდგინოს შუადღის ნაბახუსევზე და 99 პროცენტის შემთხვევაში განსხვავება არ იქნება. ჰოდა ვფიქრობდი რომ ეს ქალაქში დაბადებულგაზრდილაღზრდილი კაცი არაა ქალაქელი-მეთქი; რაც ჩემმა  ქალაქში გატარებულმა ნახევარცხოვრებისეულმა გამოცდილებამ და დაკვირვებამ მასწავლამთავარი თვისება ქალაქელისა ისაა, რომ სხვას შეურაცხყოფას არ მიაყენებს- ტყუილუბრალოდ. ჰო, ასეა. წარმოიდგინეთ როცა სხვას არ მიაყენებს შეურაცხყოფას, ახლა  სხვას მიაყენებინებს შეურაცხყოფას? მე კირაც ამ  ახვარს ვაგინებდი, მიღიმოდა, და რა ვქნა ბრძანება უკვე გავაფორმეო, ლუღლუღებდა.

წარმოგიდგენია? ჰოდა მოკლედ ათას სულელურ განცხადებას შორის ერთ საოცარს წავაწყდი, მოულოდნელს თავისი შინაარსითა თუ ფორმით, რაღაცნაირი მაღალი ხარისხის თუ არ ვცდები  აბრეშუმის მოიისფრო ქაღალდზე იყო გამოყვანილი ასოებით ნაწერი:

    “ვიქირავებ ბებიას; არა ძიძას, არა შინამოსამსახურეს, არა მზარეულს, ბებიას. ბავშვს რომ სითბო აგრძნობინოს. სიცხე როცა ექნება, შუბლზე ხელი დაადოს და მისუსტებულ თვალებში სითბოდ ჩაეღვაროს. შემდეგ ხელები ქინძის, უცხოსუნელისა და ფილთაქვას სუნით გაჟღენთილ წინსაფარზე შეიმშრალოს და აცახცახებული ბებრული ხელებით ძმარში ამოვლებული წინდები ჩააცვას, შემდეგ აჩქარებულმა ფოსტლების ფლატუნით სამზარეულოში სადააცაა გადმოსულ რძეს სული შეუბეროს - ჯადოსნურად დაუჯეროს აბუჟბუჟებულმა რძემ და ჩაიწიოს ფსკერისკენ. სოფლელი უნდა იყოს, ქალაქელი ვერ იქნება, იას სილბო არ ექნემა მაინც, უცხო სუნელის სუნი ვერ ექნება. ქალაქში გადმოხვეწილ ბებიას ვიქირავებ, სადმე ოფისში , საპირფარეშოების საწმენდად, დამლაგებლად მიკუნჭულს. ბებიის სილბო მინდა იგრძნოს ბავშვმა.”

    განცხადების ჩამოხევა ვერ ვიკადრე და მობილურში  ჩავიწერე.

ორი კვირის შემდეგ კი როცა მეუღლე აჩქარებული გაიქცა სამსახურში და სიცხიანი  ხუთი წლის ლაშა ჩემს იმედად დატოვა, მაშინღა გამახსენდა და ზღაპრებმობეზრებულს ეს განცხადება წავუკითხე.

  — მა, ასეთ ბებიას სად ვნახავთ, ამდენი რამე იცოდეს?—სიცხიანი თვალები მომაპყრო ბავშვმა და გაოცებული შემომაცქერდამაშინღა მივხვდი, რომ ლაშამ, რომელსთვისაც შესავალი არ გამიკეთებია, ისე წავუკითხე  განცხადება, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, რაღაც აზარტმა ამიყოლია და უკან არ დავიხიე.

  — ყველა გაზეთში განვათავსებ და აუცილებლად ვიპოვით.

  — ჩვენი ბებო რომ ჩამოვიყვანოთ?

  —ვერ ჩამოვა შვილო, შეუძლოდაა!—ვღერღავ სადღაც ყელიდან და  ვიხსენებ დედაჩემს, ძლივს რომ დადის ცალთვალდავსილი, მეგაქალაქის გარეუბნის ციცქნა ოთახში.

   —    მა, ბებოს რომ შეეძლოს, უცხო ბებიას მაინც დავიქირავებდით?

   —    არა ბიჭო, მაშინ რაში დაგვჭირდებოდა?!

   — მა, ის მაინც არ იქნება ნამდვილ ბებიასავით,—სიწრფელის ეტალონი უკრიალებს თვალებში.

   — თუ გინდა არა განვაცხადოთ! —ვეუბნები დაეჭვებული.

   — არა, ბიჭო განვაცხადოთ, ბებიას მიმსგავსებული ხომ იქნება მაინც?—სუნთქვა შეეკრა ლამისძიძაც სულ არ გავდა დედიკოს, მაგრამ ხომ გვყავდა?!

   ენთუზიაზმს აყოლილებმა თორმეტცალად დავბეჭდეთ განცხადება და ყველა სერიოზულ გაზეთში დავაგზავნეთ, თქვენთანაც ამიტომ ვბეჭდავ- იქნებ გეგულებოდეთ სადმე, არ დამზარდეთ,- ბებიას ვეძებ, ბავშვს შუბლზე ხელი რომ დაადოს სიცხიანს, სხეულზე ქინძისა და პიტნის სურნელი ასდიოდეს, ოღონდ ქალაქელი არა, სოფლელი ბებია უნდა იყოს.