Litclub.ge

ლოდინი
აღარ მოხვიდე! ტყდება ზამთარი,
სარკმელი ისევ ჩუმად იღება...
ჩაჟამდა ჟამი! შეცბა ფითრი და
ლოდინი ლურჯად ჩამოიღება.
მოშივდა ნდომას შენი ნახვა და
ფერთა გამაში ჭარბობს ოცნება!
ახლა რომ მართლა გიხილო ჩემში
აღარაფერი გამეოცება!
შენ საერთოდაც არ მოხვალ ახლოს,
ცრუ სიახლოვე მაწევს ლოდებად!
ლოდებსაც ცივი ფირუზი ამკობს _
მე ლოდინი თუ დამელოდება.
და ისევ აქ ვარ, შენს ქუთუთოზე.
გარინდებული, ისევ უჩუმრად.
განცდა ვარ შენი, ტკივილთტკივილი,
სხვა ტკივილამდე რომ გაყუჩულა!