Litclub.ge

იყავი ბრძენი...
იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,
და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,
უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,
ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...
შენ უფრო მწარე ბედიც გექნება
და სიხარულის ჟამიც _ უცვლელი!
დღეები _ სავსე მხოლოდ ეკლებით,
დღეები _ სავსე ვარდის ფურცლებით...
ხელის მოცარვის გელის დილეგიც
და შთაგონების წამიც _ ფერადი!
დღეები _ სავსე მხოლოდ ჩრდილებით,
დღეები _ სავსე სხივთა კელაპტრით...
...
იყავი ბრძენი, ჩემო ტკივილო,
და უფრო მშვიდად გეჭიროს თავი,
უკვე ჩავლილზე არ იჩივილო,
ან მძიმე ხვედრზე არ დაგცდეს ავი...