Litclub.ge

* * * "დრო არ მაქვს არჩევ-არადანისა"
 
ვალერიან საღლიანს 
 
 
დრო არ მაქვს არჩევ-არადანისა,
რომ შევარჩიო სხვა შედარება:
ნისლზე მჩატეა ქუდი სვანისა,
მაგრამ... მძიმეა მისი ტარება!..
 
საღლიანობაც, ვიცი, მძიმეა:
ნაბად-ბაშლაყად გაშლა ყანისა...
შეხე ამ ცრემლებს, რა სამძივეა,
აძაფე შენი გვაშაყანისად.
 
მერე რაა, რომ: შვილნამტირია,
ჯიმზე* მლაშე და მწარა-წენგური;
რაც ამ თვალებში შავი კირია...
ვერ ამორეცხავს მარჩხა ენგური.
 
ვერც ამ ბოქლომგულს გააღებს სხვა რამ,
თუ არა შენი რახის კარკალი*,
ის ამოქოლავს ფსკერჩეგემ წკვარამს
და ბედს გავკროლავ -- კაცი-კაკალი.



ჯიმ - მარილი (სვან.)
კარკალი - რაკრაკი (მეგრ.)